|
2016-10-21 16:25:41, 901 ნახვა
საზოგადოება
ქართველმა მეხილე ფერმერებმა ჰოლანდიაში სასწავლო კურსი გაიარეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ვაგენინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ხილის წარმოების ჯაჭვის გაუმჯობესება“ ფარგლებში, ქართველმა ფერმერებმა და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ვაგენინგენის უნივერსიტეტში მეხილეობის დარგში ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოში მეხილე ფერმერებისთვის სასწავლო კურსის გავლას ითვალისწინებს, რომლის პირველი ეტაპიც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, სასწავლო კურსის მონაწილეები ვაგენინგენის უნივერსიტეტში ხილის მოყვანის მიმართულებით არსებულ მსოფლიო გამოცდილებას და თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნენ, ინტენსიური ბაღის გაშენება-მოვლის მეთოდების, ნიადაგის დამუშავების, ხეხილის ახალი ჯიშების, სხვლა-ფორმირებისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით პრაქტიკული სწავლება გაიარეს და სალექციო კურსი მოისმინეს. სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ვაგენინგენის უნივერსიტეტის რანდვიკის მეხილეობის სადგური, სანერგეები და ხეხილის ბაღები დაათვალიერეს, გაეცნენ მაღალხარისხიანი უვირუსო ნერგისა და საძირეების წარმოების ახალ მიდგომებს, ხილის კრეფის, დახარისხებისა და პირველადი სასაქონლო დამუშავების ხერხებს, ასევე შენახვის თანამედროვე სამაცივრო სისტემებსა და მეთოდებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)