|
2016-10-21 12:02:27, 700 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, მორეტის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, მე-4 მიკრო რაიონში, მორეტის II შესახვევში გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოების ფარგლებში, 770 კვ.მ. ფართობზე იგება ასფალტის საფარი. გზის რეაბილიტაციისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 56 164 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. მორეტის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ამორტიზირებული საკანალიზაციო ქსელი შეიცვალა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოებს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი’’ ასრულებდა. 2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონის მასშტაბით, 52 ობიექტზე განხორციელდა გზის საფარის რეაბილიტაცია, რაშიც სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. წლის ბოლომდე ასფალტი კიდევ 5 მისამართზე დაიგება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)