16:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 10:22:49, 1410 ნახვა

ეკონომიკა
რუსეთის საგარეო უწყება: ნოემბერში შესაძლოა რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართოს

თბილისში, მომავალ თვეში შესაძლოა რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას.

“2016 წლის სამი კვარტლის შედეგად ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდამ 17 % შეადგინა. რუსეთი კვლავ რჩება რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მისი ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად - მიმდინარე წელს რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 36  %-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ნოემბერში თბილისში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით დაგეგმილი რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. მხარეებმა აღნიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების ზრდის გაგრძელება. მგზავრთა ნაკადის ორმხრივმა ბრუნვამ მიმდინარე წელს 400 ათასს ადამიანს გადააჭარბა. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება ორი ქვეყნის სატრანპოსრტო ხელისუფლებების პრაქტიკული ურთიერთობა. როგორც მოსალოდნელია, ნოემბერში, თბილისში დაგეგმილი, რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომ გამყარებას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics