|
2016-10-19 16:08:41, 1572 ნახვა
ეკონომიკა
ქეთევან ბოჭორიშვილმა საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა. პრეზენტაციაზე გაკეთდა ინფორმაცია საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს სამოქმედო გეგმის, ბიუროში გაწევრიანების კრიტერიუმების, შესაძლო თანამშრომლობის გზებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, მნიშვნელოვანია მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია და საქართველო 4-სეზონიან ტურისტულ ქვეყნად გადაიქცეს. მისი თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს შეხვედრების, ღონისძიებების და საერთაშორისო კონფერენციების ჰაბი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ბიუროს მთავარ ამოცანას საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა წარმოადგენს. გარდა ამისა, ბიუროს კიდევ ერთი ფუნქციაა საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მსოფლიოს მასშტაბით არსებული საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის შესაბამისად და 2012-2014 წლებში USAID-ის მიერ საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE ტურიზმის) შესახებ შემუშავებული კვლევებსა და ანგარიშებზე დაყრდნობით; 2016 წლის თებერვლიდან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფარგლებში ოფიციალური ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ - Meetgeorgia.ge. ღონისძიებას განთავსების ობიექტების, ტურისტული და ავიაკომპანიების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)