|
2016-10-19 10:14:59, 659 ნახვა
საზოგადოება
გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტის ხელშეკრულებას ხელი ოქტომბრის ბოლოს მოეწერება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის ხელშეკრულებას ხელი ოქტომბრის ბოლომდე მოეწერება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელშეკრულება 38 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მშენებლობის ვადა 30 თვეს შეადგენს: „კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს გამოდის არის გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, რომლის ხელშეკრულებასაც ხელი მოეწერება ოქტომბრის ბოლომდე. ეს არის 15.5 კილომეტრი შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულება. ის გახლავთ ჩვენი სივრცითი განვითარების გამოყოფილი ნაწილი და ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების განუყოფელი ნაწილი. ეს გზა იქნება გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს შიდა გზასთან, რომელიც არის ახმეტა-თელავი-ბაკურციხე და ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ამ მონაკვეთებზე უსაფრთხო და სწრაფ მოძრაობას, ასევე განტვირთავს იქ რამდენიმე სოფელს, სადაც სამწუხაროდ, ბევრი საგზაო შემთხვევა ხდებოდა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს იქნება 38 მილიონი ლარის ღირებულების მქონე ხელშეკრულება. მშენებლობის ვადა შეადგენს 30 თვეს. ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. მადლობას ვუხდი ნოდარ ჯავახიშვილს, რომელმაც მთელი თავისი გუნდით ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ უმოკლეს ვადაში მომხდარიყო ამ მოსამზადებელი პროცესის განხორციელება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამბიციური გეგმა, რომელიც გამოვაცხადეთ ასეთი დინამიკით გაგრძელდება. ის მაგისტრალები, რომელიც ჩამოთვლილი იყო, აუცილებლად დასრულდება იმ 4 წელიწადში, რომელიც ვთქვით“,- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)