|
2016-10-17 18:55:29, 827 ნახვა
საზოგადოება
მოლაპარაკება შრომითი მიგრაციის პროექტის პილოტირებაზე
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პილოტური პროექტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილეს დემოგრაფიისა და მიგრაციის საკითხებში ბართოშ მარჩუკს შეხვდა. მხარეებმა საქართველოდან პოლონეთში შრომითი მიგრანტების მობილურობის განვითარებაზე ისაუბრეს, რაც კადრებზე მოთხოვნა-მიწოდებას შეუწყობს ხელს. მოლაპარაკებაზე აქცენტი მიგრანტთა პროფესიული უნარების განვითარებაზეც გაკეთდა. პროექტის მთავარ პარტნიორებს საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, სოციალური მომსახურებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოები, პოლონეთსა და ესტონეთში დიპლომატიური მისიები და დასაქმების კერძო სააგენტოების ასოციაციები წარმოადგენენ. “საქართველოდან პოლონეთსა და ესტონეთში სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის, ამავე ორგანიზაციის პოლონეთისა და ესტონეთის ოფისებთან თანამშრომლობით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)