|
2016-10-17 18:18:41, 754 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე კანადის საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის სავაჭრო კომისარს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე კანადის საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის სავაჭრო კომისარს, დანიელ ზაჰარჩუკს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ დანიელ ზაჰარჩუკს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების საკითხის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე საქართველოში კანადური ნედლეულის გადამუშავების, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის, ქართული თაფლისა და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტისა და სამაცივრე მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მესაქონლეობის დარგის განვითარების საკითხებს, ხელოვნური განაყოფიერებისა და გენეტიკური მასალის გაცვლის საფუძველზე საქონლის ჯიშთა გაუმჯობესებისა და გამრავალფეროვნების გზით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)