|
2016-10-16 15:54:07, 962 ნახვა
საზოგადოება
Tbilisi Fashion Week - განრიგი და შოურუმის გახსნის მოსაწვევი
18 ოქტომბერს, 19:30- საათზე გიწვევთ თბილისი მოლში, სადაც თბილისის მოდის კვირეულის შოუ რუმის ოფიციალური გახსნა გაიმართება, კოლექციების ჩვენება და წვეულება! 19 ოქტომბერს 19:00 საათზე თბილისის მოდის კვირეული გაიხსნება განახლებულ აღმაშენებელზე, სადაც "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე, ნინო რამიშვილის კოსტიუმების გამოფენა და პერფორმანსი გაიმართება! იმავე საღამოს 20:00 საათზე აბაკელიას ქუჩაზე, CHUBIKA-ს Secret Garden მოეწყობა! 20 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით კი სასტუმრო Rooms Tbilisi უმასპინძლებს თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებს და სხვა ღონისძიებებს. თბილისის მოდის კვირეულის განრიგში კიდევ ორი ჩვენებაა დაგეგმილი ალტერნატიულ სივრცეში: ლაშა ჯოხაძის ჩვენება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში მოეწყობა, მარიამ გვასალია კი კოლექციას სტუმრებს ნამდვილ სამკერვალო-საწარმოში წარუდგენს (ლოკაცია მოგვიანებით გამოცხადდება). LTFR & GIPSY SAMURAI კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი გამომცემლობის შენობაში გამართავს ღონისძიებას. 23 ოქტომბერს, თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონის დახურვას დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი" უმასპინძლებს! (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)