|
2016-10-12 16:23:48, 1259 ნახვა
ეკონომიკა
გუდაურში "რედისონისა" და "შერატონის" ბრენდების სასტუმროები აშენდება
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 12 ოქტომბერს გუდაურს ეწვია და სამთო კურორტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ქუმსიშვილმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა ახალ გუდაურში სამშენებლო კომპანიის „რედკო“ მიერ დაგეგმილი მშენებლობის პირველი ფაზის შესახებ, რომელიც 10 ჰა განვითარებას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყება და 5 წელში დასრულდება. დაგეგმილია 26 ნაგებობის მშენებლობა, მათ შორის, საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების, როგორიცაა, „რედისონი“ და „შერატონი“. ჯამში გუდაურს აღნიშნული პროექტით 1500 ნომერი დაემატება. რაც შეეხება უშუალოდ „რედისონის“ სასტუმროს, გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდიდან გამომდინარე, განხორციელდა თავდაპირველი პროექტის გარდაქმნა და მისი ცვლილება 200–ნომრიან სასტუმრომდე და 400–ნომრიან აპარტამენტებამდე. აღნიშნული პროექტის დასრულებას „რედკო“ 2017–18 წლების ზამთრის სეზონისთვის გეგმავს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის მთის კურორტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, გუდაურში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობა. „დღევანდელ ეტაპზე პოტენციალი, რომელიც მთავრობის მხრიდან არის გამოვლენილი. 170-180 მლნ. ლარის ინვესტიციას გულისხმობს. მისი განცხადებით, 2011-2012 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით 2015-2016 წლები საგრძნობლად პროგრესირებს - ვიზიტორების რაოდენობა 127%-ით არის გაზრდილი, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 311%-ით. აღსანიშნავია, მრავალჯერადი ბილეთების მომხმარებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ამასთან, ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2016 წელს 10 საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის სამი საბაგირო შენდება გუდაურში. „ჯამურად, ეს არის 23 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და საქართველოს მიმზიდველობას,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე დაათვალიერა კომპანია „მაგი სტილის“ სასტუმროს მშენებლობა, რომელიც 2018 წლისთვის უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. სასტუმრო 140–ნომრიანი იქნება, განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. (NS)
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)