|
2016-10-12 13:41:00, 1090 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
„ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა მოტივით მოხდა ფოთის თიზ-ის 85% და სს „ფოთის აეროპორტის“ სახელმწიფოსთვის დაბრუნება. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, თავის დროზე რას ალ ხაიმას საინვესტიციო ხელისუფლება იყო ფოთის პორტის მფლობელი, რომელიც მათ შემდგომში გაყიდეს. „თავად თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ასევე ფოთის აეროპორტი იყო კლასტერული ხედვა, რომელიც გააჩნდა რას ალ ხაიმას საინვესტიციო ხელისუფლებას. მას მერე, რაც ფოთის პორტი გაიყიდა, ინვესტიციები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ფოთის აეროპორტში და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, აღარ განხორციელდა და ეს იყო ლოგიკური“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, „რას ალ ხაიმას“ საინვესტიციო ორგანოსთან და ზოგადად, „რას ალ ხაიმასთან“ საუკეთესო ურთიერთობები არსებობს. „მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ჯგუფი არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივების მფლობელი საქართველოში, მაგალითად, ეს არის სასტუმრო „შერატონი“, სადაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ინვესტიციების განხორციელება და ეს არის 30 მილიონი დოლარი. განახლებული „შერატონი“ ჩვენ გვექნება წლის ბოლოსთვის. ასევე „თბილისი მოლი,“ სადაც კომპანია ფიქრობს გაფართოებას და ინვესტიციების განხორციელებას. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც გააჩნია კომპანიას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის განხორციელდა ურთიერთშეთანხმებული ქმედება განხორციელდა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ინვესტორი ძალიან მადლიერია და აქტიურად აგრძელებს ინვესტიციებს თავის მიმდინარე პროექტებში. „შეთანხმება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ფოთის თიზ-ის მფლობელთან, მდგომარეობს შემდეგში: სახელმწიფომ დაიბრუნა ეს აქტივი, რომელიც, ჩემი პირადი შეხედულებით, სადღაც 100-დან 150 მილიონ ლარამდე უნდა ღირდეს. შესაბამისად, დავიბრუნეთ 300 ჰექტარზე მეტი ფართობის ინდუსტრიული ზონა და დაახლოებით 150 ჰექტარი ფოთის აეროპორტის ტერიტორია. ეს ქონება დავიბრუნეთ სწორედ იმიტომ, რომ ერთიც და მეორეც გახდეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის ინსტრუმენტი, სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად გამოიყენოს ინდუსტრიული ზონა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი და მსხვილი ინვესტორები მოვიზიდოთ“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ფოთის თიზ-ისა და ფოთის აეროდრომის განვითარებისთვის უკვე მიმდინარეობს მუშაობა მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფთან. „არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სახელმწიფო მუშაობს ძალიან მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფთან და თუ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკება, უახლოეს მომავალში გეტყვით ამ კომპანიის სახელსაც. 600 მილიონის ინვესტიციაზე იქნება საუბარი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანი არის ის, რომ თიზ-ი და ფოთის აეროდრომი გამოყენებული იყოს როგორც ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის იმპლემენტაციის ინსტრუმენტი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ამასთან, ქუმსიშვილის შეფასებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს საქართველოში აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რაც კიდევ უფრო გამყარდა ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. „საქართველო დღეს არის უნიკალურ მდებარეობაზე უნიკალური შესაძლებლობებით. ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს წვდომა როგორც ევროპის, ასევე ჩინეთის ბაზარზე, საკმაოდ კარგი ლოჯისტიკით. აქედან გამომდინარე, ინდუსტრიის განვითარება და მის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვა იქნება წარმატებული“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)