23:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 10:34:05, 596 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა გორში შსს-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიასთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, გორში შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა გახსნა.

შსს-ს ინფორამციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა გაარემონტა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა.

შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა.

შს მინისტრმა სამმართველოს რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ახალი ავტოფარეხები დაათვალიერა.

განახლებულ შენობაში 46 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 8 თანამშრომელი იმუშავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics