|
2015-03-17 11:48:40, 722 ნახვა
სამართალი
ხაშურში სამი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. „ცხელ წერტილებში“ პრევენციული ღონისძიებების გატარებისას სამი უკანონო, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი ამავე საამქროების ტერიტორიაზე ნაპოვნი სხვადასხვა ჯიშის და მოცულობის უკანონოდ მოპოვებული 18 ერთეული მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი. მათივე ცნობთ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სახერხი დანადგარები დაილუქა. სამართალდამრღვევებს კი ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)