|
2015-03-16 14:29:41, 1314 ნახვა
მსოფლიო
პუტინის, ლუკაშენკოსა და ნაზარბაევის შეხვედრა 20 მარტს შედგება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის შეხვედრა 20 მარტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის, ბელორუსიის და ყაზახეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა 20 მარტს ასტანაში გაიმართება. დღევანდელი ვითარებით, რუსეთის და ბელორუსიის მხარემ შეხვედრაში მონაწილეობა უკვე დაადასტურეს“,-განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა. მისივე თქმით შეხვედრის თარიღის გადატანის მიზეზი, სამი ქვეყნის ლიდერთა გადატვირთული განრიგი გახდა. შეხვედრაში ვლადიმერ პუტინის მინაწილეობა, რუსეთის პრესსამსახურმაც დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში სამმხრივი შეხვედრა 13 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ის გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. ერთ, ერთი ვერსიით, რუსული მედია საშუალებები, შეხვედრის გადადებას ვლადიმერ პუტინის ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)