|
2016-10-06 09:57:58, 1222 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე რეგიონული სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საერთაშორისო ფორუმს - „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები“ დაესწრო და სიტყვა წარმოთქვა. შსს-ს ინფორმაციით, შალვა ხუციშვილმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ღონისძიება ყოველ წელს გაიმართება. მათივე ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონში ეროვნული სახელმწიფოების კონტროლის მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და საერთაშორისო ბირთვულ უსაფრთხოებაზე მათი უარყოფითი ზეგავლენა. ღონისძიების მიზანი იყო პოტენციური საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მექანიზმების განსაზღვრა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირება. ფორუმს ასევე დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები. ღონისძიება შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ბრიტანეთის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)