13:52 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 16:22:19, 1433 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთის კომერციის მინისტრი: სულ მალე ჩინელი ხალხი კიდევ უფრო მოსახერხებელი გზებით დააგემოვნებს ცნობილ ქართულ ღვინოს

„ადვილად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ სულ მალე ჩინელი ხალხი კიდევ უფრო მოსახერხებელი გზებით დააგემოვნებს ცნობილ ქართულ ღვინოს, ცნობილ მინერალურ წყლებს, ბოსტნეულსა და ხილს“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაო ხუჩენის შეფასებით, შეთანხმების შინაარსი არის ძალიან ყოვლისმომცველი, მაღალი დონის და ორივე მხარისთვის თანაბრად სასარგებლო.

„ჩვენ გვჯერა, რომ ჩინური მხარე დააჩქარებს ქვეყნის შიდა პროცედურების წარმოებას და სულ მალე ჩვენი ურთიერთობები გადავა ახალ სიმაღლეზე“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა.

გაო ხუჩენი   საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შესახებ.

ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2015 წლის დეკემბერში დაიწყო.

 მას შემდეგ ოფიციალური მოლაპარაკებების სამი რაუნდი და სამი არაოფიციალური თათბირი ჩატარდა, რის შედეგადაც მხარეები შეთანხმების არსებით შინაარზე ჩამოყალიბდნენ. შეთანხმებაში საუბარია საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაზე, ინტელექტუალურ საკუთრებასა და ნორმატივებზე. მათ შორის, შედარებით ახალ თემებს, როგორიცაა ელექტრონული ბიზნესი.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics