|
2016-10-05 15:43:57, 1654 ნახვა
სამართალი
შსს-ს სპეცრაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ცენტრში სპეცრაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნული კანონით განსაზღვრული ჩვეულებრივი პროცედურაა, ოფიციალურად დაგეგმილი ან დაანონსებული დემონსტრაციების დროს. „2 დღის წინ შსს-ში იმყოფებოდნენ აქციის ორგანიზატორები, რომლებმაც სამართალდამცველებს მიაწოდეს ინფორმაცია დღევანდელი შეკრების შესახებ. შესაბამისად, კანონის თანახმად, შსს უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას. ეს არის კანონით განსაზღვრული ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, რომელიც წინასწარ, ოფიციალურად დაგეგმილი და დაანონსებული დემონსტრაციებისა და შეკრებების დროს არის გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევებში, საზოგადოების და მათ შორის, ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შს სამინისტრო ყოველთვის მოქმედებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად. აღნიშნულ უფლებამოსილებებს პოლიცია ახორციელებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2015 წლის 30 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1002 ბრძანების შესაბამისად, რომელიც დეტალურად აწესრიგებს შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით პოლიციელის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს“,-აცხადებენ შსს-ში.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)