14:45 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 12:54:15, 441 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: დღევანდელ პრეზიდენტს წინამორბედისგან განსხვავებით სხვა უფლებამოსილებები აქვს

პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს.  

როგორც კობახიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რეგლამენტი მთავრობის წევრებს არ ავალდებულებს, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრონ. 

ვიცე–სპიკერის თქმით, წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, დღევანდელ პრეზიდენტს, სხვა უფლებამოსილებები აქვს. 

„მთავრობის წარმომადგენლების პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასწრებას რეგლამენტი არ ითვალისწინებს. პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა,  ალბათ მთავრობა არ იქნება იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ეს პირდაპირ  რეგლამენტში გაწერილი არ არის და მითუმეტეს, დღევანდელი კონსტიტუციის პირობებში , როდესაც პრეზიდენტს აქვს სულ სხვა დატვირთვა, სხვა უფლებამოვალეობა, სხვა უფლებამოსილებები განსხვავებით იმისგან რაც ჰქონდა წინა მორბედს. განსაკუთრებული არაფერია იმაში, თუ მთავრობა არ მივა და არ დაესწრება. ეს არ უნდა იყოს აღქმული რაღაც ტიპის დემარშად“, – აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics