|
2016-10-04 16:35:47, 1226 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ქარხანა იმუშავებს, რომელიც საერთაშორისო ხარისხის პროდუქციას აწარმოებს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ფოთში, „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ კუთვნილი ქარხნის გახსნაზე. „დღეიდან ფოთში ცემენტის ახალი საწარმო ამუშავდება - ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა, კიდევ უფრო მახარებს, რომ „საქართველოს ცემენტის კომპანია“ ამ პროექტს ფრანგულ-შვეიცარულ კომპანია ,,ლაფარჟჰოლკიმთან” თანამშრომლობით ახორციელებს. ეს ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ქარხანა იმუშავებს, რომელიც საერთაშორისო ხარისხის პროდუქციას აწარმოებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ლაფარჟჰოლციმი“ (Lafargeholcim) წარმოდგენილია მსოფლიოს 90 ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. იგი ფლობს 2500-ზე მეტ ქარხანას მთელ მსოფლიოში. ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ რეგიონებში გაიხსნას ახალი საწარმოები, ეს ნიშნავს მათთვის ახალ ეკონომიკურ პერსპექტივებს, ახალ ინვესტიციებს და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მისი ინფორმაციით, „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ ფოთის ქარხანაში 100-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ეკოლოგიური ნორმების დაცვის საკითხს სერიოზულად მოეკიდა. შესაბამისად, ამ მიზნით ქარხანაში 11 ფილტრი დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც მოხდება ცემენტის წარმოების შედეგად გამოყოფილი მტვრის დაჭერა. ამ მიმართულებითაც კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს. „ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით არაერთი მსხვილი, მათ შორის რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ბუნებრივია, მათი მშენებლობის პროცესში მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები უნდა იქნას გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ მიერ წარმოებული პროდუქცია სწორედ მათ რიცხვში იქნება, წარმატებით მოძებნის და დაიკავებს საკუთარ ადგილს ქართულ ბაზარზე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ქარხნის გახსნას ღონისძიებას, პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, „ლაფარჟჰოლციმის“ წარმომადგენელი ქსავიერ ბლონდე, სხვა ოფიციალური პირები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. (NS)
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)