22:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 13:59:59, 678 ნახვა

საზოგადოება
კვლევის თანახმად, ”სადგურის მოედანთან” მტვრის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება

მეტროსადგურ ”სადგურის მოედანთან” მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია კვადრატულ მეტრზე მაქსიმალურ ზღვარს აღემატება.

ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

კვლევა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. გამოკვლეულია მტვრის, ნახშირორჟანგის, აზოტის დიოქსიდის შემცველობა კვადრატულ მეტრზე, ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება და ხმაურის დონე.

კვლევა თბილისში, დედაქალაქის გარეუბნებსა და რუსთავში, სულ 22 პუნქტზე ჩატარდა. 

კვლევის შედეგების მიხედვით კვადრატულ მეტრზე მტვრის შემცველობა დასაშვებ ნორმას მხოლოდ მეტროსადგურ ”სადგურის მოედანთან” აღემატება.

რაც შეეხება ყველაზე ხმაურიან ადგილებს, კვლევის თანახმად, ყველაზე ხმაურიანი ადგილი მეტროსადგურ ”300 არაგველის” მიმდებარე ტერიტორიაა. ხმაურის მაქსიმალური დონე დასაშვებ ზღვარს აღემატება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, ასევე „სარაჯიშვილთან“, „ნაძალადევთან“, „სადგურის მოედანთან“, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“, აბანოთუბანში და წყნეთში ჰიპერმარკეტ ,,სმარტთან“. 

 

გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგები

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics