13:05 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 18:44:18, 1903 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

“შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 284-ე და 159-ე მუხლებით)”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"მამუკა ახვლედიანი - ნიკა გვარამია"- ამ სათაურით გამოქვეყნდა  თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას   საუბრის  ფარული  ჩანაწერი.

 ჩანაწერი YouTube-ის გვერდზე - Creative Georgia News-ზე დაიდო.

მოგვიანებით,  ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩანაწერი თავად  გააკეთა და ის მის პირად კომპიუტერში ინახებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics