21:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 14:48:58, 815 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვაშოროთ პოლიტიკა სკოლასა და განათლების სისტემას

 „ჩვენი უმთავრესი მიმართულებაა, სკოლასა და განათლების სისტემას პოლიტიკა რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვაშოროთ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პედაგოგებთან დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ მომავალ საქმიანობაში მათი აზრი გაითვალისწინონ.

„ვინაიდან, სამწუხაროდ  საქართველოში პოლიტიკა  ჯერ კიდევ დაპირისპირებასა და კონფრონტაციასთან  ასოცირდება, ჩვენი უმთავრესი მიმართულებაა, სკოლასა და განათლების სისტემას რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვაშოროთ პოლიტიკა. იცით, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ მე არ მეშინია ამის თქმის, რადგან ჩვენი სიძლიერე ამაში უნდა იყოს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, რომ ფოკუსირება განათლების ხარისხზე გავაკეთოთ. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ მოვისმინო თქვენი მოსაზრებები და გავითვალისწინოთ ის ჩვენს მომავალ საქმიანობაში“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ამ  წუთებში პრემიერისა და განათლების მინისტრის შეხვედრა პედაგოგებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics