21:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 15:14:59, 748 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიღმის მასივში მაიაკოვსკის რეაბილიტირებული სკვერი გახსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიღმის მასივში მაიაკოვსკის რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.

დავით ნარმანიამ განახლებული სკვერი მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან, ირმა ზავრადაშვილთან ერთად დაათვალიერა.

სკვერში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მრავალწლიანი  ხეების  სხვლა-ფორმირება  განხორციელდა, გამოიცვალა ქვაფენილი, ბორდიურები, მოეწყო სარწყავი სისტემა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა გარე განათების ბოძები, დამონტაჟდა ლამპიონები,  დაიდგა საბაღე სკამები და ურნები. რეაბილიტაციის პროცესში დაიგო მწვანე საფარი, გაშენდა ყვავილები და ბუჩქოვანი მცენარეები, ასევე მოეწყო საბავშვო სპორტული მოედანი, რომელიც კაუჩუკით მოპირკეთდა. სპორტული მოედანი გასართობი ინვენტარითა და საქანელებით დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. ფუნქციონირება განაახლა სკვერში არსებულმა შადრევანმაც.

,,რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მაიაკოვსკის სკვერის განახლება.  მნიშვნელოვანია, რომ აქ 3000-ზე მეტი სხვადასხვა მცენარე დაირგო, ასევე, სრულად მოხდა პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია: გაკეთდა შადრევანი, სასმელი წყალი მოსახლეობისთვის, სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის, დაიდგა დასასვენებელი სკამები, ნარჩენების გადასაყრელი ახალი ურნები და მნიშვნელოვნად განახლდა ტერიტორია. გარშემო ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლია და ყველაზე მთავარი, რაც აქ მოსახლეობას სჭირდებოდა, სწორედ ეს იყო - კეთილმოწყობილი სკვერი. ძალიან კარგი საქმე გაკეთდა ამ უბნისთვის”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ზედამხედველობით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს "ჯეო პარკმა" ჩაატარა. სამუშაოების ღირებულებამ 480 000 ლარი შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics