21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 13:42:19, 719 ნახვა

საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილე: პედაგოგები აქტივისტებმა მიიწვიეს და არა განათლების სამინისტრომ

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქციას განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გამოეხმაურა. ის "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს შეხვდა.

როგორც  გიგაურმა  ჟურნალისტებს  განუცხადა, 24 სექტემბრის შეხვედრა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული არ ყოფილა:

"თუ ესწრებოდნენ პედაგოგები და სკოლის დირექტორები, ისინი ნამდვილად იყვნენ მიწვეული აქტივისტების მიერ და არა სამინისტროს, ან რომელიმე სტრუქტურის მიერ. რაც შეეხება მინისტრის ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესს, ის გახლავთ პოლიტიკური თანამდებობის პირი და მას შეუძლია ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს. დამერწმუნეთ, მინისტრისგან არანაირი მოწოდებები არ გაკეთებულა. მან ძალიან   კარგად იცის კანონი და უფლებები. რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსის" თხოვნას, ის კონკრეტულად ეხებოდა ჩართული პირების სიის გადაცემას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, იგივე საკითხზე მუშაობს ცესკო და როცა ეს დოკუმენტები მზად გვექნება, ის საჯარო იქნება",-განაცხადა ლია გიგაურმა.

განათლების სამინისტროსთან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აქცია დასრულდა.

აქციის ორგანიზატორების განაცხადებით, "ქართული ოცნების" მინისტრები და მათ შორის  განათლების მინისტრი,  წინასაარჩევნოდ საკაშვილისა და   შევარდნაძის ნაცად მეთოდებს იყენებს.

კერძოდ, მათივე განმარტებით, განათლების მინისტრი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მოსახლეობასთან შეხვედრების დროს დაყვება, რომელშიც  სხვებთან ერთად, მასწავლებლები და სკოლის დირექტორები მონაწილეობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics