|
2016-09-30 12:08:10, 1255 ნახვა
სამართალი
უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორი ანდრას ჩშოტი N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებს ეწვია
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორი ანდრას ჩშოტი დელეგაციასთან ერთად N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებს ეწვია. სტუმრები დაწესებულებებში ვიზიტისას მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით გადანაწილების კლასიფიკაციას, ასევე, N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ სხვადასხვა სარეაბილიტაციო და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. დელეგაციის წევრებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედი მცირე სამკერვალო საწარმო, ხანგრძლივი პაემნებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, სილამაზის სალონი, სპორტული დარბაზი და სასადილო მოინახულეს, ხოლო N16 პენიტენციურ დაწესებულებაში ხეზე კვეთისა და კულინარიის კურსებს გაეცნენ, რომელსაც ცნობილი მზარეულები უძღვებიან. უნგრელ კოლეგებს დაწესებულებების ფუნქციონირებისა და თანამედროვე მართვის მეთოდების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ანდრას ჩშოტი დეტალურად გაეცნო საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამით, რაც მათი რეაბილიტაციისათვის უმთავრესია. ანდრას ჩშოტის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება. „ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფებით და საშუალება გვაქვს, ვნახოთ ის თანამედროვე და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც თქვენს პენიტენციურ დაწესებულებებშია დანერგილი. ჩვენი სისტემა მსჯავრდებულთა განათლებაზეა ორიენტირებული და იგივეს ვხედავ საქართველოშიც, აქ არსებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამები მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. აღფრთოვანებული ვარ ინფრასტრუქტურით, განსაკუთრებით მომეწონა ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილი ოთახები და სპორტული დარბაზი, “ - განაცხადა ანდრას ჩშოტიმ. უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორი დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ანდრას ჩშოტი უკვე შეხვდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს. (NS)
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)