21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 11:43:45, 980 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპს თბილისში „საპროტესტო დგომით“ დახვდებიან

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს, აეროპორტიდან მომავალ გზაზე „საპროტესტო დგომით“ დახვდებიან.

ამის შესახებ აქციის ორგანიზატორების განცხადებაშია აღნიშნული:

„ეს ვიზიტი ადასტურებს ჩვენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ პაპი ჩამოდის თავისი მწვალებლური, ცრუ სწავლების, ე.წ. პაპიზმის საქადაგებლად, პაპიზმის გასაძლიერებლად საქართველოში, პროზელიტური მიზნით, რაც პირველ რიგში, ჩვენი განმანათლებლების, მოციქულების ანდრეა პირველწოდებულის, მატათასა და სიმონ კანანელის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს წმინდა სახელებსა და ღვაწლს შეურაცხყოფს, მიმართულია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და როგორც ამას საქართველოს ისტორია უტყუარად მოწმობს, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის დიდი განსაცდელების მომტანი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რომის პაპი თბილისს დღეს ეწვევა. 2 ოქტომბერს კი, საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics