21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 00:53:47, 1065 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ოცნების“ კონცერტზე დაჭრილი 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ფონიჭალაში, "ქართული ოცნების" კანდიდატის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტზე დაჭრილი მოზარდი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მაჟორიტარობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას მხარდასაჭერ კონცერტზე გარდაცვლილმა ახალგაზრდამ "რა გეკონცერტებათ" წამოიძახა, რასაც ხმაური მოჰყვა და ინციდენტი დაჭრით დასრულდა.

კლინიკა "მედ ჯორჯიაში" ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ გარდაცვლილია 15 წლის ბიჭი. 

ადგილზე ამ წუთებში ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. 

პარალელურად მიმდინარეობს დაკითხვა. ამ დროისთვის უცნობია არის თუ არა დაკავებული შემთხვევაში მონაწილე, რომელიმე პირი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics