|
2015-03-14 14:29:19, 750 ნახვა
საზოგადოება
მინდია ჯანელიძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ სახელმწიფო დაცვის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გამწვანების აქციაში - „დაგეგმე მომავალი“ მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო ცენტრის ბაზაზე ნერგები ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა და სხვა სტუმრებმაც დარგეს. უწყების ცნობით, ნერგების დარგვის პროცესში ჩაერთვნენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებიც, რომლებმაც სიმბოლურად თითო ხე დარგეს. ღონისძიებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვებისთვის საჩვენებელი გამოსვლებიც მოაწყვეს. გამწვანების აქციის დასასრულს, ოფიციალური პირები ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინიციატივით გამართული აქციის ფარგლებში, სასწავლო ცენტრის ბაზაზე 3500-მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)