12:04 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 18:34:55, 1592 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდა

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდა - კომპანია „ნუტრიმაქსმა"  (თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლება, ღოღობერიძის ქ. N67) ფონიჭალის ზემო დასახლებაში მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო ააშენა.
 
ხვალ, 29 სექტემბერს, 11.00 საათზე,  „ნუტრიმაქსის" ქარხნის გახსნის ცერემონია შედგება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" სამთავრობო პროგრამა  „აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში კომპანია „ნუტრიმაქსს" ქალაქ მდებარე 30394 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა. ასევე, კომპანია „ნუტრიმაქსმა" ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რაც გულისხმობს სესხის საპროცენტო განაკვეთის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას.
 
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმოს მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანიამ 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საწარმო ყოველწლიურად  50 000 ტონა ცხოველების, ფრინველებისა და თევზის მაღალტექნოლოგიურ კომბინირებულ საკვებს გამოუშვებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics