|
2015-03-13 17:22:47, 434 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ეს დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არანაირი კვალიფიკაცია არ აქვს
„ეს დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არანაირი კვალიფიკაცია არა აქვს“,-ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა. აბაშიძის თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ დეკვალიფიკაციას განიცდის. „ეს არის უპატივცემლობა საზოგადოების, მთლიანად სახელმწიფოსი და ზოგადად ეს დამოკიდებულებები კიდევ ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არანაირი პასუხისმგებლობა, არანაირი კვალიფიკაცია არა აქვს. თუ ვინმეს კვალიფიკაცია გააჩნდა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ და მე კარგად ვხედავ ვიზეც შეიძლება ამას ვგულისხმობდე, ისინი განიცდიან დეკვალიფიკაციას ამ ფონზე, ვინაიდან რჩებიან კოალიციის ნაწილად და ბუნებრივია ისინიც მიყვებიან უსამართლობას, რომელიც დღეს არის“,-აღნიშნა აბაშიძემ. შეგახსნებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)