12:04 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 17:10:44, 1566 ნახვა

სამართალი
"თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრები "მოდულის" შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

ე.წ მოდულის შენობაში "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრები ბესო კალაძე, გიორგი ჭინჭარაული, ირაკლი ქომეთიანი გამოკითხვაზე იმყოფებიან.

როგორც ბესო კალაძემ განაცხადა,  მათ მიერ დილით გაკეთებული განცხადების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შესაძლო დესტაბულიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს.

„დაბარება ეხება დღევანდელ ჩვენს განცხადებას. ჩვენც გვაინტერესენს რა კითხვები აქვთ. ჩვენც მათ კითხვებს შესაბამისად ვუპასუხებთ. პირადად ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია დილით გახმაურდა და ამ ეტაპზე მხოლოდ გამოძიების კითხვებს ველოდები. ჩვენი მხრიდან ორგანიზაციის დატოვების მიზეზი გახდა ის სამომავლო იდეები, გეგმები რომელსაც არჩევნების შემდეგ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ქვეყანაში დესტაბულიზაციის, არეულობის მოწყობა”, - განაცხადა ბესო კალაძემ.

თავისუფალი ზონის კიდევ ერთი ყოფილი აქტივისტის გიორგი ჭინჭარაულს განცხადებით,  მათ საკმარისი არგუმენტები აქვთ, რათა საკუთარი განცხადებები დაადასტურონ.

შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბესო კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდგომი არეულობის მოსაწყობად სჭირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics