|
2015-03-13 16:18:44, 538 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ქართველ კადეტთა ხსოვნას პატივი მიაგო
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად ქაშვეთში ქართველი სამხედრო კადეტების − სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის − სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. თეა წულუკიანმა, ალექსანდრე ბარამიძემ და გოჩა ლორთქიფანიძემ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის კურსანტ სოსო მაკარიძის მამა ალექსანდრე მაკარიძე 2009 წლის 5 ოქტომბრიდან დღემდე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ თანამშრომელია. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სამინისტროს გუნდი თანადგომას უცხადებს ალექსანდრე მაკარიძეს, რომელიც ექვსი წელია, იუსტიციის სისტემაში ერთგულად მსახურობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომლებიც ვესტპოინტის სამხედრო აკადემიაში სასწავლო კურსს გადიოდნენ. გარდაცვლილები სამშობლოში გუშინ, გამთენიისას, ჩამოასვენეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)