21:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 19:43:16, 857 ნახვა

საზოგადოება
თბილისში 7 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისში 7000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ქალაქში შექმნილი საცობების გამო, დაზიანების ადგილებზე ბრიგადები დროულად მისვლას ვერ ახერხებენ.

"7 000-მდე მომხმარებელია დარჩენილი, ვისაც არ მიეწოდება ელექტროენერგია. ეს არის ნაძალადევი, საბურთალო, ავლაბარი. რამდენიმე ფიდერია დაზიანებული, მაგრამ ართულებს ამის აღმოფხვრას ის, რომ ჩვენი ბრიგადები ვერ მიდიან დროულად დაზიანების ადგილზე, საცობების გამო გადაადგილება შეფერხებულია",- აცხადებენ „თელასში“.

ცნობისთვის, უამინდობამ თბილისს პრობლემები შეუქმნა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძლიერი წვიმის შედეგად,  ისანი-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის  რაიონში საცხოვრებელი  სახლები დაიტბორა. ამ დროისთვის, შესაბამისი სამსახურების მიერ, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, დატბორილია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, გმირთა მოედანი, რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები.

სინოპტიკოსების ცნობით, ნალექიანი ამინდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 25 სექტემბრამდე შენარჩუნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics