|
2015-03-13 13:51:34, 696 ნახვა
საზოგადოება
ქაშუეთის ეკლესიაში ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. ქაშუეთის ეკლესიაში მოქალაქეები მიდიან და დაღუპული რიგითების მშობლებს, ოჯახის წევრებსა და ნათესავებს უსამძიმრებენ. ტაძარში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. იქ ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ელოდებიან. ქაშუეთის ეკლესიაში ასევე იმყოფებიან დაღუპული სამხედროების ქართველი და ამერიკელი მეგობრები, რომლებიც საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ქაშუეთის ეკლესიიდან სოსო მაკარიძეს თერჯოლაში, ბესარიონ გორჯოლაძეს კი, კასპის რაიონში, საკუთარ ოჯახებში გადაასვენებენ. რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)