|
2016-09-22 15:05:25, 661 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია აქციას “დღე მანქანის გარეშე“ შეუერთდა
თბილისის მერია აქციას “დღე მანქანის გარეშე“ შეუერთდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილეები - ნინა ხატისკაცი, გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი სამსახურში ავტომანქანის გარეშე მივიდნენ. მათივე ცნობით, აქციაში თბილისის მერიის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია სიამოვნებით ერთვება აქციაში, რომელიც ქალაქის ეკოლოგიასა და ასევე, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე ზრუნვას გულისხმობს. მისი თქმით, დღეს ტრანსპორტი შედარებით შემცირებულია, რაც აქციას ამართლებს და მისი შემდგომ წლებშიც ჩატარების საჭიროებას უსვამს ხაზს. ცნობისთვის, თბილისში მსოფლიოს მრავალი ქალაქის აქცია„დღე მანქანის გარეშე“22 სექტემბერს პირველად აღინიშნება. დატოვეთ საკუთარი ავტომობილები სახლში ერთი დღით, იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა ხელი შეუწყოს დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნას- ეს არის აქციის მთავარი გზავნილი, რომელიც, მრავალი წელია, მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში იმართება. ავტომობილის გარეშე დღის გატარების ტრადიციას საფუძველი 1997 წელს ინგლისში ჩაეყარა. ერთი წლის შემდეგ ინიციატივას შეუერთდა საფრანგეთი. წელს ეს დღე ყველაზე მასშტაბურად აღინიშნება - მას 51 ქვეყანა და 2 ათასზე მეტი ქალაქი უერთდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)