20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 10:23:31, 841 ნახვა

საზოგადოება
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღნიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

საპატრიარქოს  ვებგვერდზე  კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ავრცელებს  21 სექტემბერს ერთობლივ ლოცვასთან დაკავშირებით.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თითოეული ჩვენგანის, ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.
ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა:

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი.

ამინ!“

ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლში, იმ ადგილას, სადაც არის: ქუჩაში, ტრანსპორტში და სხვა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს, მისი მადლი შეგეწიოთ“,-აღნიშნულია საპატრიარქოს ვებგვერდზე.

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics