20:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 20:03:59, 897 ნახვა

საზოგადოება
“მოყვარულთა თასი 2016“ - წალენჯიხასა და ქარელში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„მოყვარულთა თასი 2016“-ის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება, გამარჯვებული ორ მუნიციპალიტეტში, ქარელსა და წალენჯიხაში გამოვლინდა. 

16 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ქარელის "იბერია" და „აგარა-ქვენატკოცა“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც ქარელის "იბერიამ" 5-3 ძლია „აგარა-ქვენატკოცას“. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფინალური მატჩი 15 სექტემბერს გაიმართა და ობუჯის „ქიაჩმა“ 2-1 დაამარცხა „ნაკიფუ“. 1

7-21 სექტემბრიდან „მოყვარულთა თასი 2016“ სტარტს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთდროულად იღებს და სექტემბრის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის გამარჯვებული გამოვლინდება. მოყვარულთა თასში მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი და 5000- ზე მეტი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას. ფინალური შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics