20:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 17:12:44, 585 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა: ბათუმში უხვი ნალექის გამო შექმნილი შეფერხებები აღმოიფხვრა

დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა ბათუმის ქუჩების ერთი საათით დატბორვა გამოიწვია. თუმცა წყალმა წვიმის გადაღებისთანავე დაიწყო გადინება. არსებულ მდგომარეობას გაეცნო მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარძე. 

როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან "ექსპრენიუსს" აცნობეს, უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს ,,ბათუმის წყალი", რომლის ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებს ბათუმის მერი გიორგი ერმკოვი. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.

ამ დროისთვის შპს ,,ბათუმის წყლის" ცხელ ხაზზე 45 გამოძახება დაფიქსირდა. ყველა გამოძახებაზე ხდება დროული რეაგირება.

ძლიერი წვიმის გამო გადაადგილების პრობლემა არ შექმნია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს და საზოგადოებრივი დანიშნულების ტრანსპორტს. შეზღუდვა არ დაფიქსირებულა წყალმომარაგებაში. 

ამ დროისთვის ბათუმში ისევ წვიმს, თუმცა ქალაქის ქუჩებში წყლები აღარ დგას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics