20:14 - 28 May, 2026
|
2016-09-16 15:04:48, 645 ნახვა
საზოგადოება
აქციას „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ კრწანისის გამგეობა შეუერთდა
საერთაშორისო აქციას - „დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“, რომელიც ქვემო ფონიჭალიში, მდინარე მტკვრის სანაპიროდან დაიწყო, კრწანისის გამგეობაც შეუერთდა. კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, თბილისის მერი, შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მარტინა ქვიქი და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მოლი ლეინი. ტერიტორიის დასუფთავებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მოხალისეებმა. აქცია საქართველოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ქვეყნის მასშტაბით ათასამდე ადგილი დასუფთავდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)