20:08 - 28 May, 2026
|
2016-09-15 16:50:27, 784 ნახვა
საზოგადოება
კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა
უამინდობამ პრობლემები ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში შექმნა. რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერეგია კახეთის რეგიონის 5 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. უამინდობამ დაზიანა ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 10 კილოვოლტიანი ელექტრო გადამცემი ხაზები. როგორც "ექსპრესნიუსს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, დაზიანების ყველა ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ „კახეთის ენერგო დისტრიბუციის" ტექნიკური ჯგუფები და ამ დროისთვის ელექტროენერგიიის მიწოდება სრულად აღდგენილია. „კახეთის ენერგო დისტრიბუცია" რეგიონში სულ 130 ათას აბონენტს ემსახურება, უამიდნობამ პრობლემები აბონენტების დაახლოებით 4%-ს შეუქმნა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)