|
2016-09-15 14:25:04, 912 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა სკოლის მოსწავლეებისთვის უნიკალური პლასტიკური ბარათი sCool card-ი შექმნა
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, სკოლის მოსწავლეებისათვის სრულიად ახალი პლასტიკური ბარათი sCool card შექმნა. sCool Card-ი მოსწავლეებისთვის შექმნილი უნიკალური პლასტიკური სადებეტო ბარათია, რომელსაც უკონტაქტო ფუნქციაც აქვს. sCool card-ის აღება მოსწავლეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ. sCool card-ის მოქმედების ვადა სკოლის მოსწავლის ასაკიდან გამომდინარე განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ sCool Card-ს აქვს მრავალმხრივი უპირატესობა როგორც მოსწავლისთვის, ასევე მშობლისთვის. საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ სკოლის მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე შეძლებენ, ისწავლონ თანამედროვე საბანკო პროდუქტებით სარგებლობა, ფულის რაციონალურად ხარჯვა და შეიძინონ ახალი უნარ ჩვევები. ყოველივე ამისთვის, კი საქართველოს ბანკი მოსწავლეებს დამატებით sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებსაც შესთავაზებს. თავის მხრივ, მშობელს შესაძლებლობა აქვს, შვილს აღარ გაატანოს სკოლაში ნაღდი ფული; გააკონტროლოს დღის განმავლობაში ბავშვის მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობა და ოდენობა, მიღებული SMS-ების საშუალებით. ასევე, სურვილისამებრ თავად განსაზღვროს sCool Card-იდან ნაღდი თანხის გატანის შესაძლებლობა ან გადახდისა და განაღდების ყოველდღიური ლიმიტი.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)