|
2016-09-14 13:59:45, 588 ნახვა
საზოგადოება
Steirische Wirtschaft: საქართველო გატარებული რეფორმებით ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება
ავსტრიის რესპუბლიკის შტაიერმარკის ფედერალური მიწის სავაჭრო პალატის გამოცემა - „Steirische Wirtschaft“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, საქართველო გატარებული რეფორმებით ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეტა სამინისტროდან აცნობეს, სტატიის ავტორი გამოცემის რედაქტორი კლაუს კრაინერია. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანას საერთაშორისო კუთხით აღიარება მოუტანა. კლაუს კრაინერს მოჰყავს ქ. სტამბოლში ავსტრიის სავაჭრო წარმომადგენლის გეორგ კარაბაჩეკის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა ძალზედ სტაბილურია და ქვეყანას გააჩნია მყარი საბაზრო-ეკონომიკური, ლიბერალური და ევროპასთან დაახლოებული სტრუქტურა. გეორგ კარაბაჩეკის თქმით ბოლო წლებში რეფორმებზე ორიენტირებულმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკა 2,8 %-მდე გაზარდა, რამაც ინფრასტრუქტურის სფეროს აღმასვლა განაპირობა. ქ. სტამბოლში ავსტრიის სავაჭრო წარმომადგენლის განცხადებით თვალსაჩინოა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ძლიერი განვითარება, რაც ისტორიული დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების ნაწილია. სტატიის ავტორი ასევე საუბრობს იმ ავსტრიულ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, მათ შორისაა „Gebrüder Weiss“, „Orion-Leuchten“, „Schirnhofer“. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან ავსტრიული ექსპორტი საქართველოში 57,8-იდან 72,8 მილიონ ევრომდე, თითქმის 30 %-ით, გაიზარდა. როგორც კლაუს კრაინერი აცხადებს ამ მაჩვენებლით საქართველო ავსტრიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა და რეიტინგით ავსტრიის სავაჭრო პარტნიორებს შორის 78-ე ადგილზე ავიდა. უწყების ცნობით, სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, განსაკუთრებით კი ჰიდროენერგეტიკის სექტორში. კლაუს კრაინერის თქმით, ამ მიმართულებით შტაიერმარკის ფედერალურ მიწას და საერთოდ, ავსტრიას ბევრის შეთავაზება შეუძლია საქართველოსთვის. (NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)