|
2016-09-13 10:39:25, 1200 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ჩვენი პროდუქციის 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე შევა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 თვეში მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2017 წლიდან, ჩინეთში საქართველოდან ნულოვანი ტარიფებით შესაძლებელია ღვინისა და სხვა აგრარულ პროდუქციის შეტანა. “მივაღწიეთ უპრეცედენტო შედეგს ჩინეთიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ამ მოლაპარაკების შედეგად, ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე. ჩვენი ღვინო, მინერალური წყლები და აგრო პროდუქტები ნულოვანი ტარიფით და ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე შევა ჩინეთში. ეს არის უპრეცენდენტო შეთანხმება, რომელიც მოკლე დროშია მიღწეულია. ჩინეთს მანამდე აგრო პროდუქტებზე ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე არავისთან გაუნულებია საბაჟო ტარიფები, ჩვენ კი ეს შეღავათი ხელშეკრულების გაფორმებიდანვე გვექნება" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მიღწეულ შეთანხმებას მოეწერება ხელი, შემდეგ კი მისი რატიფიცირება მოხდება ორივე ქვეყნების პარლამენტის მიერ. "ჩინეთში 2 მილიონ ექვსასი ათასი ბოთლი ღვინო გავყიდეთ გასულ წელს, წელს 5 მილიონამდე გვაქვს გათვლა. ეს შეთანხმება დიდი წარმატება იქნება და კონკურენტუნარიანს გახდის ქართულ ღვინოს”, - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, ბათუმში საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია გაიმართა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)