02:10 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 10:57:50, 1846 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, არეულობა მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ ქურთებით დასახლებული 28 ქალაქის მერი თანამდებობიდან მოხსნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ანკარამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიიღო, რომლის ივლისის შუარიცხვებში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწესდა. 

თანამდებობიდან მოხსნილი მერების ნაცვლად ანკარამ მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირები დანიშნა.

BBC ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად თურქეთის ქალაქ სურუჩში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბიეს. 

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან მოხსნილ მერებს აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან ჰქონდათ კავშირი. 

ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა სწორედ გიულენის ორგანიზებული იყო, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics