|
2016-09-11 10:19:24, 759 ნახვა
პოლიტიკა
ილია წულაია ამომრჩეველს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ილია წულაიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლებასთან მორიგი შეხვედრა დიღმის მასივის IVკვარტალისა და სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებთან გამართა. შეხვედრაზე ილია წულაიამ ,,ქართული ოცნების’’ წინასაარჩევნო პროგრამასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო. ,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითეული თქვენგანის პრობლემისა და აზრის გაგება.მე თქვენთან არ მოვსულვარ იმისთვის, რომ დაგარწუნოთ- მე მომცეთ ხმა, მხოლოდ არჩევნებამდე გესაუბროთ ლამაზი სიტყვებით და არჩევნების შემდეგ დავიკარგო. 2012 წელი იყო ოცნება და ჩვენ ეს ოცნება აგვიხდა. საქართველოს ისტორიაში პირველად უსისხლოდ , არჩევნების გზით მოხდა ხელისუფლების შეცვლა. თქვენ ეს ყველამ ერთად შევძელით, მაგრამ დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, ნებისმიერ პარტიას აქვს შესაძლებლობა წამოაყენოს თავისი კანდიდატურა და თქვენი თავისუფალი ნებაა თუ ვის მისცემთ ხმას, ვის გამოუცხადებთ ნდობას . თავისუფლება , სწორედ ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი პარტია ,, ქართული ოცნების’’ ყველაზე დიდი მონაპოვარი . ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ თავისუფლება, ახლა კი დროა ყველა ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა.სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილება, რომ ისეთი კანონების ინიცირება მოვახდინო პარლამენტში, რომლის წყალობითაც ყველა ოჯახში შევა კეთილდღეობა“,- განაცხადა ილია წულაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)