02:55 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 17:31:31, 874 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: არავის მივცემ უფლებას, რომ საარჩევნო კამპანიაში ძალადობრივი მეთოდები გამოიყენოს

„მინდა, მივმართო ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ძალადობა და მეთოდები, რომლებიც დაამკვიდრა წარსულში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენთვის არის მიუღებელი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილამ ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამომრჩევლების დამოკიდებულება პოლიტიკისა და არჩევნებისადმი შეიცვალა.

„ჩვენ სულ სხვაგვარი ხელწერა გვაქვს. დღეს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები სულ სხვა თვისებებს აფასებენ დადებითად. ამიტომ ნებისმიერი ძალადობა, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს წინასაარჩევნო პროცესში, უარყოფითად იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების იმიჯზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თავი შეიკავოთ ყველანაირი კონფრონტაციისგან. მინდა, დავავალო შსს მინისტრს, გააკეთოს ყველაფერი, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაპირისპირება“, - აღნიშნა  პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics