02:55 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 12:00:56, 702 ნახვა

პოლიტიკა
რუსლან გაჯიევი სოფელ ყაჩაღანში ახალგაზრდებს შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ ყაჩაღანში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩეველს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ყაჩაღანის თემის ახალგაზრდებთან შეხვედრისას რუსლან გაჯიევი შეეხო იმ საკითხებს, რომლებიც უფრო მეტად აწუხებთ ახალგაზრდებს.

 „მე გავიარე ძალიან რთული პერიოდი. ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში ახალგაზრდებისთვის არაფერი არ არსებობდა. ამ მძიმე პერიოდს ჩემი თაობის ძალიან მცირე ნაწილი გადაურჩა. ჩემს თაობას „დაკარგულ თაობას“ ვუწოდებ. ასე, რომ მე მესმის ახალგაზრდების. მე ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ თქვენ გქონდეთ კარგი პირობები. მე თქვენს გვერდით ვარ! ახალგაზრდობა, ანუ თქვენ, ჩვენი მომავალი ხართ! მე ვამაყობ ჩემი ქვეყნის ახალგაზრდობით!“, - აღნიშნა ყაჩაღანის თემის ახალგაზრდებთან შეხვედრისას რუსლან გაჯიევმა.

 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე მოისმინა ახალგაზრდების შეთავაზებები და მათ  მიერ   დასმულ კითხვებს უპასუხა. რუსლან გაჯიევის თქმით, ახალგაზრდებთან შეხვედრები მისი გამარჯვების შემდეგაც პერმანენტული ხასიათის იქნება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics