|
2016-09-08 16:57:26, 768 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი
მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე ევროპული და ევრატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ქართული საზოგადოება აღმშენებლობის გზად აღიქვამს. “საქართველოს პარტიებმა, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებისა სხვადასხვა საკითხზე, სწორედ ვარშავის სამიტის წინ ხელი მოაწრეს ერთობლივ მემორანდუმს, რომელშიც ხაზი გაუსვეს მათ ერთიანობას და მათ მტკიცე არჩევანს ევროპული და ევრატლანტიკური მიმართულებით. დეკლარაცია გაზიარებული და მხარდაჭერილი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და ჩემს მიერს. ამ პროცესის გაგრძელება არის ის დემოკრატიული არჩევნები, რომლის ჩატარების პროცესში ჩვენ ვიმყოფებით და მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი, როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე ევროპული და ევრატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)