|
2016-09-08 15:54:15, 829 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: რუსეთის შიშით ნატო-ში არ მიგვიღებენ
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ნატო-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი გზავნილია, რომ ბრიუსელში ხელისუფლებისთვის სასიამოვნო მესიჯები არ მიდის და ჩვენ დემოკრატიული არჩევნების პირობებს არ ვაკმაყოფილებთ. როგორც ცინცაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, რუსეთის შიშით საქართველოს ნატო-ში ვერ მიიღებენ. „ბრიუსელის საქმე ისეა, რომ ძვალი არც ეხვრებოდა და არც ეთმობოდაო. რუსეთის შიშით ნატო-ში ვერ გვიღებენ. ელემენტარულად, არ გვღებულობენ. იციან, რომ ამ ყველაფერს რუსეთი მკვეთრი ნაბიჯებით უპასუხებს და დასავლეთს ამ ყველაფრის თავი არ აქვს. ვფიქრობ, ნატო-ს დელეგაციის ჩამოსვლის კიდევ ერთი მიზეზი, არჩევნებია. როგორც ჩანს, ბრიუსელში ხელისუფლებისადმი არც თუ სასიამოვნო ინფორმაცია მიდის. ისინი თვლიან, რომ ჩვენ დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებთ. როდესაც გეუბნებიან, რომ გამჭირვალე არჩევნები უნდა ჩაატარო, ეს ნიშნავს, რომ შენი ბოლომდე არ სჯერათ. 26 წელია შევეჩვიეთ, რომ ვინც ევროპიდან ჩამოდის ყველა ჭკუას გვარიგებს. სტოლტენბერგი ვერ გაბედავდა, ნატოში შესვლის წინ, ჩეხეთისთვის და უნგრეთისთვის ჭკუის სწავლება დაეწყო“, - განაცხადა ცინცაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)