|
2016-09-08 16:01:41, 727 ნახვა
საზოგადოება
სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც შინაპატიმრობა დაინერგება
არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე- შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც განხორცილებული რეფორმები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შინაპატიმრობის დანერგვას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა. შინაპატიმრობა დაენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს, ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ხოლო მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობისთვის თავის არიდების შემთხვევაში, სასჯელი თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება. შინაპატიმრობა შესაძლებელია დაინიშნოს ექვს თვეზე ნაკლები ვადითაც სასჯელის შეცვლის შემთხვევაში. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეუცვალოს. შინაპატიმრობა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე, ამ ეტაპზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება. შინაპატიმრობას ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს. სააგენტოში მოწყობილია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრი შესაბამისი ელექტრონული სამაჯურებით, რომლითაც მსჯავრდებულის გადაადგილება კონტროლდება. შინაპატიმრობა ხელს უწყობს სასჯელის მოხდას საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე, მსჯავრდებულს ასეთ შემთხვევაში, საშუალება ეძლევა არ მოწყდეს ჩვეულ საცხოვრებელ გარემოს, ოჯახს და ა.შ. (NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)