|
2016-09-08 15:18:35, 845 ნახვა
პოლიტიკა
უსკო-ში პარტიული სია 10-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა
3 საათის მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სია 10-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა. მათ შორისაა, 8 დამოუკიდებელი პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. “უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“; “დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის”; “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;“ საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა;“ “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია;“ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;“ ”ეროვნული ფორუმი;” საარჩევნო ბლოკი „ჩვენები - სახალხო პარტია“ და „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობა“. ამ დრომდე უსკო-ში არ შესულა მმართველი პარტიის საარჩევნო სია. უსკო-ს შესაბამის სამსახურს პარტიული სიების გადასამოწმებლად 10-დღიანი ვადა აქვს. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, გამოსასწორებლად პარტიებს 3 დღე ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ უსკო-ში რეგისტრირებული რომელიმე საარჩევნო სუბიექტი არ წარადგენს პარტიულ სიას, ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, უსკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუქმდება პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)